Элитный частный жилой дом в Гонио

New build
Price: 
250000 $
map: 

Гонио

Latitude: 41.576778
Longitude: 41.586492

Гонио, Батуми
Installment
Category: 
Exclusive
Distance from the sea: 
2000 m
Number of rooms: 
4
Full area: 
225.00 m²
Plot area: 
500 m²
Living area: 
113.00 m²
Floor: 
1
2
3
Total floors: 
3
Kitchen area: 
15.00
Total WC: 
6
WC area: 
17.00 m²
Total balconies: 
4
Balconies area: 
15.80
Срок сдачи: 
Aug 2017
Year of construction: 
2017
Year of reconstruction: 
2017
State: 
full finishing
Ceiling height: 
3.50
Стеклопакеты
Парковка
Pool
Документы (файлы): 

სახლი მდებარეობს კომპლექსში, რომელიც შედგება 3 ერთმანეთისგან იზოლირებული საცხვორებელი ერთეულისგან. კომპლექსი განთავსებულია ზღვის დონიდან 120 მეტრის სიმაღლეზე, წყნარ და მყუდრო ადგილზე , რაც განაპირობებს შესანიშნავ ხედებს შავ ზღვაზე, მდინარე ჭოროხსა და ბათუმზე.  მანძილი გონიოს ერთ–ერთ ყველაზე სუფთა სანაპირომდე შეადგენს 2 კმ–ს, ქალაქ ბათუმის ცენტრამდე 8.5 კმ–ს , საქართველო–თურქეთის სახელიმწიფო საზღვრამდე 8 კმ.–ს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე 3.5 კმ.–ს.

 

გთავაზობთ კეთილმოწყობილ დახურულ ტერიტორიას :  ეზოში  დაგებულია ბეტონის გზა, ბილიკები, დარგულია გამწვანება და გაზონი, მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟებულია განათება  .

 

სახლის გარე ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით ხოლო უკანა მხარე თაბაშირით, დაგებულია ესპანური იატაკი, შიდა კედლები დაფარულია დეკორატიული თაბაშირით ,სახლის ბნელ ( უმზეო ) მხარეს დამონტაჟებულია დამატებითი თბოიზოლაცია.

 

პანორამული შემინვა განხორციელებულია უახლესი ტექნოლოგიით, ალუმინის პროფილებისა და გაძლიერებული მინის გამოყენებით .

 

დამატებითი მახასიათებლები :

 

ელექტროენერგია – 10კვტ. მაგისტრალური გაზგაყვანილობა , წყლის მოწოდება ცენტრალური ჭაბურღილიდან , სანიაღვრე სისტემა .

კომპლექსში გათვალისწინებულია რეზერვული დენმომარაგება, რომელიც შედგება 8 აკუმულატორისგან ( ავტონომიური ფუნქციონირების დრო 12 სთ. )

მზის პანელები, რომლებიც გამოიმუშავებენ სახლის სრული ფუნქციონირებისთვის საყოფ ელექტროენერგიას მზიან დღეებში.

ბუნებრივ აირზე მომუშავე ბოილერი, რომელიც უზრუნველყოფს სახლის მთლიან გათბობას და ცხელი წყლით მომარაგებას. დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობა დამატებითი ტემპერატურული რეგულატორებით თითოეულ ოთახში.

კონდიციონერი – განთავსებულია ყველა საძინებელში და აგრეთვე სამზარეულო–მისაღებში.

თითოეულ საძინებელს გააჩნია თავისი სააბაზანო.

პირველ სართულზე დამონტაჟებულია საუნა ; ეზოს ტერიტორიაზე მდებარეობს აუზი ; სახურავზე განთავსებულია ჯაკუზი .

ტერასა ბათუმის ხედით 77 კვ.მ.  სპეციალიზირებული ტერასის საფარით, დიდი ჯაკუზით ( 3x3 ) მოსასვენებელი ადგილით , ღია–დახურული სასადილოთი და აბაზანით .